შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსად ვლადიმერ ჩაჩიბაია დაინიშნა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი
მარგველაშვილმა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის
უფროსის
თანამდებობიდან გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გადააყენა და
ამავე თანამდებობაზე ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია
დანიშნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორივე
განკარგულება მან დღეს გამოსცა. განკარგულებებში აღნიშნულია, რომ
პრეზიდენტმა გადაწყვეტილებები საქართველოს კონსტიტუციის 73-ე მუხლის
მე-3 პუნქტის შესაბამისად მიიღო.
ვახტანგ კაპანაძის გათავისუფლების მიზეზად უფლებამოსილების ვადის
ამოწურვა სახელდება.
მასალის გამოყენების პირობები