საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა ცნობილია.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დიმიტრი
ქუმსიშვილი ფინანსთა სამინისტროს
ჩაიბარებს და ნოდარ ხადურს
შეცვლის, ასევე შეინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის
თანამდებობას.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
თანამდებობაზე გიორგი გახარიაა წარდგენილი, რომელსაც,
შესაბამისად დეპუტატის მანდატის დატოვება მოუწევს.
გარდა ამისა,
კახა კალაძე ენერგეტიკის სამინისტროში
ბრუნდება, რომელსაც ამ ეტაპზე პარლამენტის ახალარჩეული
დეპუტატის სტატუსი აქვს. ამავდროულად კალაძე დაიკავებს ვიცე-პრემიერის
თანამდებობას.
ცვლილება ასევე შეეხება
ინფრასტრუქტურისა და რეგიონული
განვითარებისა სამინისტროს, სადაც უწყების ამჟამინდელ
ხელმძღვანელ
ნოდარ ჯავახიშვილს ზურაბ ალავიძე
ჩაანაცვლებს.
მინისტრთა კაბინეტის კიდევ ერთი ახალი სახე იქნება „თავისუფალი
დემოკრატების“ ყოფილი წევრი ვიქტორ დოლიძე, რომელიც ევროპულ და
ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო
მინისტრის თანამდებობაზე დავით ბაქრაძეს ჩაანაცვლებს.
უქმდება დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი და
უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებულ
მიმართულებას საგარეო საქმეთა მინისტრი შეითავსებს.
მინისტრთა კაბინეტის დანარჩენი წევრები თანამდებობებს
ინარჩუნებენ.
მთავრობის ახალი შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ბიუროს
დღევანდელ სხდომაზე დარეგისტრირდება. ამის შემდეგ, მინისტრობის
კანდიდატებს კომიტეტებში მოუსმენენ. ასევე, გაიმართება მათი შეხვედრა
უმცირესობასა და უმრავლესობასთან. ამის შემდეგ,
მთავრობის
ახალ შემადგენლობას პარლამენტი პლენარულ სხდომაზე უყრის კენჭს და
დაამტკიცებს.
მასალის გამოყენების პირობები