Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/savaluto.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
სავალუტო ფონდის მიმართ არსებულ ვალს ქვეყანა 2015 წლისთვის თითქმის მთლიანად დაფარავს
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ არსებულ ვალს ქვეყანა 2015 წლისთვის თითქმის მთლიანად დაფარავს. ამის შესახებ ქადაგიძემ საერთაშორისო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფების წევრი ქვეყნების წარმომადგენლების ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა. "ჩემთვის დიდი პატივია საერთაშორისო სავალუტო ფონდის ჰოლანდია-ბელგიის ჯგუფების წევრი ქვეყნების შეხვედრის საქართველოში მასპინძლობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან. 1992 წლიდან მსოფლიო ბანკმა ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით 55 პროექტი დააფინანსა, რომელთა ღირებულებაც დაახლოებით 2 მილიარდი დოლარია. ჩვენ ასევე მივიღეთ 1.5 მილიარდი დოლარის დახმარება საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან, მათ შორის საბიუჯეტო დახმარება. რაც შეეხება ვალს, ფონდის წინაშე არსებული დავალიანების გასტუმრება 2012 წელს დავიწყეთ. ჩვენ გადახდილი გვაქვს 250 მილიონი დოლარი. წელს, ახალ მთავრობასთან ერთად კი, კიდევ გადავიხდით 300 მილიონ დოლარს. უკვე მომავალ წელს დავფარავთ 260 მილიონ დოლარს. 2015 წლისთვის თითქმის მთლიანად გვექნება გადახდილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმართ არსებული ვალი", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.