არასამთავრობოები ნარკოპოლიტიკის შესაცვლელად საკანონმდებლო წინადადებას ამზადებენ
40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია არსებული ნარკოპოლიტიკის
შესაცვლელად საკანონმდებლო
წინადადებას ამზადებს, რომელსაც ისინი ჯანდაცვის კომიტეტს
წარუდგენენ.
სამოქალაქო სექტორი ყველა ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის
დეკრიმინალიზაციას ითხოვს.
„ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, ნარკოპოლიტიკა დაეყრდნოს ჯანდაცვის და არა
დევნის და რეპრესიის მიდგომებს,“ - აცხადებს "თეთრი ხმაურის
მოძრაობის" წევრი ბექა წიქარიშვილი.
ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის აუცილებლობაზე საპარლამენტო
უმრავლესობაშიც საუბრობენ და ამბობენ, რომ მუშაობა ამ მიმართულებით
აუცილებლად დაიწყება. მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების
დეკრიმინალიზაციაზე ამახვილებენ ყურადღებას "ერთიან ნაციონალურ
მოძრაობაშიც".
მასალის გამოყენების პირობები