მარგველაშვილი: ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზანი ნატო-ს წევრობაა
პრეზიდენტის სასახლეში ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე
სტრატეგიული დისკუსია მიმდინარეობს. გიორგი მარგველაშვილმა
საქართველოს
საგარეო კურსთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია
ნატო-სთან თანამშრომლობით გამოიხატა საერთშორისო
მისიებში ჩვენი ერთობლივი ჩართულობით. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების
უზრუნველყოფის საბოლოო მიზანი ნატო-ს წევრად გახდომაა. ვიქნებით
ერთიან სივრცეში იმ ქვეყნებთან, ვინც იზიარებენ საერთო ღირებულებებს
და ამავე დროს, ვიქნებით ყველაზე დაცული და ყველაზე ეფექტური
თავდაცვის და უსაფრთხოების ქოლგის ნაწილი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები