ქართული მხარე რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის საფასურის გადახდის
ფორმასთან დაკავშირებით „გაზპრომ ექსპორტის“ მოთხოვნას დათანხმდა.
საბოლოო წინადადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს და როგორც
ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა, ხელშეკრულების ახალი
პირობების შესაბამისად გაფორმების გადაწყვეტილება მიიღეს. მისივე
თქმით, ხელშეკრულება ორწლიანია, თუმცა პირველ წელს ნაწილობრივ ისევ
რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომ გაგრძელდება ფულადი
ანგარიშსწორება.
„ეს იყო ოპტიმალური გადაწყვეტილება არსებული ვითარების
გათვალისწინებით. საქართველო პატივს სცემს საერთაშორისო პრინციპებსა
და სამართლებრივ ნორმებს, რაც მისი, როგორც სატრანზიტო ფუნქციის მქონე
ქვეყნისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია".
რაც შეეხება ტრანზიტის საფასურს, კალაძე კონკრეტული ციფრის
დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ „ფინანსური
თვალსაზრისით ჩვენ ვიღებთ დაახლოებით იგივე შედეგს, რაც ნედლეულის
მიღების შემთხვევაში.“
მასალის გამოყენების პირობები