ფრაქცია "ნაციონალურ მოძრაობას" რომან გოცირიძე უხელმძღვანელებს
უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან
გოცირიძემ აღნიშნა, რომ დღეს პარლამენტში „ნაციონალური
მოძრაობის“ ფრაქციის სიას წარადგენენ, რათა
ორშაბათის ბიუროს სხდომაზე დაამტკიცონ.
პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია 6 წევრისგან
დაკომპლექტდება. ესენი არიან - რომან გოცირიძე, ნიკა მელია, თინათინ
ბოკუჩავა, კობა ნაყოფია, სალომე სამადაშვილი და აზერ სულეიმანოვი.
მასალის გამოყენების პირობები