საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და ნატო-ში საქართველო მუდმივ წარმომადგენელთა კანდიდატურები შეარჩიეს .კანდიდატურები პარლამენტს დასამტკიცებლად უკვე წარედგინა.
გაერო-ში საქართველოს მუდმივმოქმედი წარმომადგენლის თანამდებობაზე ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის პრესსპიკერის კახა იმნაძის კანდიდატურა, ხოლო ნატო-ში თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის ლევან დოლიძის კანდიდატურა შეირჩა.
ამასთან, 11 ივნისისთვის დაინიშნა საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა, სადაც დეპუტატები წარმოდგენილ კანდიდატურებზე იმსჯელებენ.
მოგვიანებით საკითხი უკვე პლენარულ სხდომაზე გავა.
მასალის გამოყენების პირობები