გიორგი კვირიკაშვილი ტენდერების საკითხებზე კომპანიებს,
მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და გამგებლებს აფრთხილებს.
მან მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ არის რამდენიმე
შემთხვევა, როცა სახელმწიფოს მიერ გადახდილი ფულით კომპანია
ახორციელებს ტენდერს და დასაქმებულ ადამიანს ხელფასს დროულად არ
უხდის.
კვირიკაშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
მინისტრ ზურაბ ალავიძეს აღნიშნულ საკითხზე კონტროლი
დაავალა.
„ასევე მინდა სამართალდამცველებსაც ვთხოვო, რომ ამ მიმართულებით
რეაგირება იყოს უმკაცრესი, ვინაიდან ჩვენმა მოქალაქეებმა, რომლებიც
სახელმწიფო დაფინანსებით განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობენ,
დროულად მიიღონ ხელფასი. ეს არის ელემენტარული რამ და იმ
მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს, გამგებლებს, რომლებიც ამ პროექტს
ახორციელებენ, დაეკისრებათ უმკაცრესი პასუხისმგებლობა, თუ ასეთი
პრეცედენტები მათ რაიონებში დაფიქსირდება. მინდა გავაფრთხილო ძალიან
მკაცრად ყველა“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები