ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში დაჭრილი ცხრა ქართველი სამხედროს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ორი სამხედრო, გერმანიაში გააგრძელებს მკურნალობას, ერთი ჰოსპიტალიდან უკვე გაწერეს და საკუთარ ქვედანაყოფს შეუერთდება, ექვსი სამხედრო - ბაზა ბასტიონის სამხედრო ჰოსპიტალში რჩება, ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი-2" ავრცელებს.
ავღანეთში, 42-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ბაზაზე თავდასხმის შედეგად 7 ქართველი სამხედროა გარდაცვლილი კაპრალ თეიმურაზ ორთავაძეს, კაპრალ გიორგი ადამოვს, რიგით ზურაბ გურგენაშვილს, მიხეილ ნარინდოშვილს, ბორის ცუგოშვილს, ზვიად სულხანიშვილს და გიორგი ღუჭაშვილის ცხედრებს სამშობლოში უახლოეს დროში გადმოასვენებენ.
მასალის გამოყენების პირობები