Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/big_48a4c2fc179c32ff51565044f71245a2.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაი: გვაქვს ინფორმაცია იმ ვიდეოების შესახებ, რომელიც ჯიჰადს ეხება
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, ნატო-ს ექსპერტები ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში ქართველ სამხედროებზე განხორციელებულ თავდასხმას და მანამდე ინტერნეტით ანტიქართული ვიდეოკლიპების შორის შესაძლო კავშირს აანალიზებენ და დასკვნას უახლოეს დღეებში წარმოადგენენ. მან დაადასტურა, რომ გაერთიანებული ძალების სარდლობა და საერთაშორისო საზოგადოება ქართველი სამხედროების უსაფრთხოებას უზრუნველყოფას ყოველთვის შეეცდება. ამის შესახებ აპატურაიმ საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. მან ქართველ ხალხის მომხდარის შესახებ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და ავღანეთში ქართველი სამხედროების ყოფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. "საქართველო აჩვენებს ისეთ სიმტკიცესა და გაბედულობას, როგორც ალიანისის წევრი ქვეყნები, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მივესალმებით. მინდა გითხრათ რომ მომხდარის გამო გენერალურმა მდივანმა ISAF-ის სარდლობას სთხოვა გარკვევა ყველა ინფორმაციის, რაც ადგილზე ქართველი ჯაროსკაცების უსაფრთხოებას უკავშირდება. ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ინფორმაცია იმ ვიდეოების შესახებ, რომელიც ჯიჰადს ეხება და გავრცელდა ინტერნეტით. ამიტომაც გვსურს ვიცოდეთ სრულყოფილად რა არის სინამდვილეში, რა არის რეალური და რა არა. თუკი ადგილზე გაზრდილია საფრთხე და გაზრდილია რისკები ქართველი ჯარისკაცების მიმართ ეს ინფორმაცია სრული, ღრმა ანალიზის შემდეგ გვეცოდინება. ველოდებით დასკვნებს. რა თქმა უნდა ეს გაკეთდება საქართველოს მთავრობის ჩართულობით, მათთან მჭიდრო კავშირში ვართ",- განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ. მისივე განმარტებით, 2014 წელს ISAF-ის ოპერაცია ნამდვილად დასრულდება, საბრძოლო მოქმედებები 2014 წლის 31 დეკემბერს შეწყდება, მანამდე კი გამოსვლა ეტაპობრივად მოხდება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.