საქართველოს პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს მორიგ სხდომას იწვევს, თუმცა, თარიღზე შეთანხმებას პრემიერ-მინისტრის აპარატს სთავაზობს.
უშიშროების საბჭოს ცნობით, სხდომის მთავარი განსახილველი საკითხები ბოლო კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები იქნება.
"ავღანეთში ქართული შენაერთის მიმართ განხორციელებული თავდასხმის, ქართველი სამხედროებისა და საქართველოს მოსახლეობის მიმართ მუქარის შემცველი ვიდეოკლიპების გავრცელებისა და მასთან დაკავშირებული უსაფრთხოების საკითხების შესახებ, საქართველოს პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს", - აღნიშნულია უშიშროების საბჭოს განცხადებაში.
აპარატის ინფორმაციით, პრეზიდენტი მზადაა, ზუსტი თარიღი, პრემიერ-მინისტრის აპარატთან შეთანხმების შესაბამისად, ორშაბათს, სამშაბათს ან ოთხშაბათს დანიშნოს.
მასალის გამოყენების პირობები