ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ გიორგი
თოდუამ პოლიტიკიდან ბიზნესში გადაინაცვლა. ამის შესახებ ინფორმაცია
რადიო „ათინათს“
თოდუამ დაუდასტურა. ის საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის
აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დღეს წარადგინეს.
ფოტო: საქართველოს თხილის მწარმოებელთა
ასოციაცია
„პოლიტიკიდან წავედი. საკრებულოს წევრად ვრჩები. მე იქ არანაირ
თანამდებობაზე არ ვარ. ასოციაციის ფარგლებში, ფერმერებისა და
მწარმოებლებისთვის ბევრი კარგი სიახლეა დაგეგმილი. გარდა ამისა,
მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიციას
ვგეგმავთ “, - აღნიშნა თოდუამ.
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია USAID-ისა და “ფერეროს“
მიერ დაფუძნებული ორგანიზაციაა.
ცნობისთვის "რესპუბლიკური პარტიის" ყოფილი წევრი გიორგი თოდუა ქალაქის
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე 2014 წლიდან
მიმდინარე წლის აპრილამდე მუშაობდა. რამდენიმე თვის განმავლობაში ის
თავმჯდომარის მოვალეობასაც ასრულებდა.
მასალის გამოყენების პირობები