პარლამენტი თვითმმართველი ქალაქების შემცირების საკითხს მეორე მოსმენით განიხილავს
საქართველოს პარლამენტი მთავრობის ინიციატივას, „საქართველოს ორგანულ
კანონში „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს
ორგანული კანონის პროექტს მეორე მოსმენით განიხილავს. ამის შესახებ
გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე მიიღეს.
შემოთავაზებული ცვლილების თანახმად, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ
ორგანოდ ყველა მუნიციპალიტეტში განისაზღვრება „მერი“ (ხდება
„გამგებლის“ ამოღება) და შესაბამისად, კოდექსის სხვადასხვა მუხლში
ტერმინოლოგიური სახის ცვლილება ხორციელდება. გარდა ამისა,
კანონპროექტით თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე
მცირდება. სტატუსი უუქმდება ზუგდიდს, ახალციხეს, თელავს, გორს,
ამბროლაურის, ოზურგეთსა და მცხეთას, თვითმმართველ ქალაქებად რჩება
თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი და ბათუმი.
აღნიშნული კანონპროექტში შესატანი ცვლილებები საქართველოს პარლამენტმა
პირველი მოსმენით უკვე განიხილა. კენჭისყრის შედეგების თანახმად,
პროექტს 86-მა დეპუტატმა 10-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი.
მასალის გამოყენების პირობები