გალში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმების
ფარგლებში მორიგი შეხვედრა დასრულდა.
სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის კახაბერ
ქემოკლიძის თქმით, შეხვედრაზე დაკავებული მამა-შვილის როგავების
შესახებ ისაუბრეს. მისივე განმარტებით, ე.წ. აფხაზური მხარის
ინფორმაციით, მომავალ კვირაში ე.წ. სასამართლო გაიმართება.
„ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია, რომ ეს ადამიანები უკანონოდ არიან
დაკავებულები და აუცილებელია მათი მყისიერი გათავისუფლება. ამ
მიმართულებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ცენტრალური
მთავრობა აქტიურად მუშაობს“, - აღნიშნა ქემოკლიძემ.
რაც შეეხება გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯი
ოღლიზე სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის ფაქტს, ქემოკლიძის
შეფასებით, დე-ფაქტო ხელისფლებას მისი დაკავებისა და გადმოცემის
პოლიტიკური მზაობა არასოდეს ჰქონია.
„ჩვენ წარმოვადგინეთ კონკრეტული არგუმენტაცია იმის შესახებ, რომლის
საფუძველზეც შესაძლებელი იყო კანჯი-ოღლის 19 მაისვე დაკავება.
დე-ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ მისი დაკავება ვერ განხორციელდა,
რადგან ცენტრალური მთავრობის მიერ მოწოდებული დოკუმენტაცია არ იყო
ვალიდური, რაც ცინიკური დამოკიდებულება ამ ფაქთთან დაკავშირებით. ჩვენ
ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანი წარსდგეს ქართული
მართლმსაჯულების წინაშე და პასუხი აგოს საკუთარ ქმედებაზე“, - თქვა
ქემოკლიძემ.
გარდა ამ ორი საკითხისა, დღევანდელ შეხვედრაზე სხვა ზოგად
პრობლემატიკაზე, მათ შორის, ცხელი ხაზის ეფექტური მუშაობის
აუცილებლობაზე ისაუბრეს.
მასალის გამოყენების პირობები