Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/parlamenti.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/parlamenti.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/parlamenti.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/parlamenti.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
შრომის კოდექსში ცვლილებები მიღებულია
შრომის კოდექსში ცვლილებები მიღებულია პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, მანამდე კი მეორე მოსმენით იმ ცალკეულ მუხლებს უყარა კენჭი, რომელზეც შეთანხმება მხოლოდ 11 ივნისს მოხერხდა. მესამე მოსმენით შრომის კოდექსს მხარი 91 დეპუტატმა დაუჭირა, 26 კი მის წინააღმდეგ წავიდა. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, რომ  მიღებულია შრომის ისეთი კოდექსი, რომელიც შრომითი ურთიერთობების ახალ ეტაპს განაპირობებს. "ჩვენ მოვახერხეთ კონსენსუსის მიღწევა და მივიღეთ შრომის კოდექსი, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს ორივეს - დასაქმებულისა და დამსაქმებლის ინტერესებს", - აღნიშნა ხუნდაძემ. მისივე თქმით, მანამდე არსებული კოდექსი დისკრიმინაციული იყო და დასაქმებულების უპირობო გათავისუფლება ყოველგვარი განმარტების გარეშე ხდებოდა. "ვფიქრობთ, ჩვენ მოვახერხეთ ამ პუნქტში დაცულიყო დასაქმებულის ინტერესები, მაგრამ თუკი პირი არ შეასრულებს ხარისხიანად და პასუხისმგებლობით საქმეს და მოვალეობას, რა თქმა უნდა, პირობები გაწერილია დეტალურად, სადაც დამსაქმებელი შეძლებს მხოლოდ დასაბუთებულად გაათავისუფლოს დასაქმებული", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. მან ასევე განმარტა, რომ  ხელშეკრულებებთან დაკავშირებით ახალი ურთიერთობა შემოდის, აქამდე კი იყო მხოლოდ სამთვიანი ხელშეკრულებები, რომელიც დავის საგანი ხშირად ხდებოდა. კერძოდ, მისი თქმით, უვადო ხელშეკრულებები იქნება შემოღებული, თუმცა გარკვეული რეგულაციებით. უვადო ხელშეკრულებები გაფორმდება დასაქმებულთან თუ ის მუშაობს 30 თვის განმავლობაში. ასევე ორი ტიპის რეგულაციაა შრომითი ხელშეკრულების წინასწარი გაფრთხილების საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის ერთ თვით წინასწარი გაფრთხილების შემთხვევაში დასაქმებულს ერთი თვის სამუშაოს ხელფასი აუნაზღაურდება, ხოლო თუ დამსაქმებელი სამი დღით ადრე გააფრთხილებს დასაქმებულს, მაშინ მას მოუწევს დასაქმებულისთვის 2 თვის სახელფასო ანაზღაურების მიცემა. შრომის კოდექსში შეტანილი ცვლილებები ძალაში მისი გამოქვეყნდებისთანავე შევა და მისი გაცნობა ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.