"მე ერთი მოქალაქეობა მაქვს - უკრაინული და ისინი ვერ შეძლებენ ამის
წართმევას. ხელისუფლება ცდილობს, მაიძულოს დევნილის სტატუსი მივიღო ან
მოვითხოვო,
ეს არ მოხდება", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა
ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა.
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ამბობს, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ
მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა "მალულად", მისი ქვეყანაში არ ყოფნის
დროს გადაწყვიტა.
მისივე თქმით, საქართველოში "ორ ოლიგარქიულ რეჟიმს შორის, უკრაინული
პოროშენკოსა და გაზპრომის უდიდესი აქციონერის, პრო-რუს ივანიშვილს
შორის" შეთანხმება შედგა.
„მე უფრო დიდი უკრაინელი ვარ, ვიდრე ახლანდელი დეპუტატების
უმრავლესობა და ყველაფრის მიუხედავად, აქ, ჩვენს უკრაინაში, ბრძოლას
გავაგრძელებ", - განაცხადა სააკაშვილმა.
გუშინ უკრაინული მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ
სააკაშვილს პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. ამის მიზეზად
კი მოქალაქეობის მიღების პროცედურების დროს მცდარი ინფორმაციის
მიწოდება დასახელდა.
მასალის გამოყენების პირობები