ენმ: სუს-ი და „ქართული ოცნება“ ჩვენს კანდიდატებს აშანტაჟებს (ვიდეო)
18:16 / 03.08.2017
სუს-ისა და „ქართული ოცნების“ შტაბის წევრები ჩვენს სავარაუდო
კანდიდატებს ემუქრებიან. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის“
ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანი წითლიძემ პარტიის ოფისში
გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ზუგდიდის რაიონის 10
სოფელსა და ქალაქის ორ ზონაში პარტიის შესაძლო კანდიდატებს უთხრეს,
რომ თუ ისინი ენმ-ის სახელით იყრიდნენ კენჭს მათსა და მათი ოჯახების
უსაფრთხოებას პრობლემები შექმნებოდა.
„ვაფრთხილებთ „ქართულ ოცნებას“, რომ პარტიის მხრიდან ყველა მსგავს
ქმედებაზე პასუხი იქნება ძალიან მკაცრი. მათ იციან, რომ ზუგდიდში
არჩევნები წაგებული აქვთ. ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების
ქმედება. თუ მომავალში მსგავსი შემთხვევა განმეროდდება, თითოეულ
მათგანს გავასაჯაროებთ“, - აღნიშნა წითლიძემ.
ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს უარყოფს „ქართული ოცნების“ საარჩევნო
შტაბის ხელმძღვანელი დათო კოდუა და ამბობს, რომ მსგავსიფაქტები მხოლოდ
მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ხდებოდა.
„მსგავსი რამე 2012 წლამდე ხდებოდა და თუ ამის ნოსტალგია აქვთ, ასეთი
რამე ჩვენს დროს აღარ მოხდება“, - უთხრა რადიო
„ათინათს“ კოდუამ.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ოქტომრის მესამე კვირის ბოლოს
გაიმარეთება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები