მოსამართლეთა კონფერენციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად ლევან მურუსიძე 205 ხმით აირჩია. კენჭისყრის პროცესში მონაწილეობა კონფერენციაში მონაწილე 224 მოსამართლიდან 222-მა მიიღო. აქედან 205-მა ლევან მურუსიძეს მისცა ხმა. 17 ბიულეტენი კი ხმის დამთვლელმა კომისიამ ბათილად ცნო. კენჭისყრის პროცესიფარული იყო.
უმაღლესი საბჭოს მდივნობის ოთხმა კანდიდატმა, მოსამართლეებმა ილონა თოდუამ, პაატა სილაგაძემ, გიორგი შავლიაშვილმა და თამარ ალანიამ საკუთარი კანდიდატურები მურუსიძის სასარგებლოდ მოხსნეს. შესაბამისად, ლევან მურუსიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის პოსტზე ერთადერთი კანდიდატი იყო.
გარდა ამისა, მოსამართლეთა ადმინისტრაციული კომიტეტის თავმჯდომარე მოსამართლე ლევან თევზაძე გახდა. მის კანდიდატურას მხარი მოსამართლეთა კონფერენციაზე 160-მა მოსამართლემ დაუჭირა. ამით მოსამართლეთა მეათე რიგგარეშე კონფერენციამ მუშაობა დაასრულა.
მასალის გამოყენების პირობები