ტუაპსეს, სოჭის და ანაპის რაიონებში, ასევე აზოვის ზღვის სანაპიროზე, კუბანის ტემრიუკის რაიონში კოკისპირული წვიმაა მოსალოდნელი. კუშჩევსკის რაიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურმა ძლიერი წვიმების შესახებ გააფრთხილა მოსახლეობა. ამ ინფორმაციის მიხედვით, მოსალოდენლია წყალდიდობები და მეწყერები.
მაშველები მხარის მცხოვრებლებს ურჩევენ , ცუდ ამინდებში თავი უსაფრთხო ადგილებს შეაფარონ და ყურადღებით ადევნონ თვალი ახალ ამბებს და ასევე მობილურ ტელეფონებზე შემოსულ შეტყობინებებს , მოსალოდნელი საგანგებო სიტუაციის შესახებ.
http://www.kavkaz-uzel.ru/articles/225764/
მასალის გამოყენების პირობები