აშშ-ის წარმოამდგენლებმა და მოძრაობა „თალიბან "- მა იმედი გამოთქვეს, რომ მათ შორის მშვიდობიანი მოლაპარაკებები ამ კვირაში დაიწყება. შეხვედრის მიზანია ავღანეთში მშვიდობის დამყარება. აშშ-ის ლიდერობით, საერთაშორისო ძალებსა და „თალიბანის„ ბოევიკებს შორის სისხლისმღვრელი ბრძოლა უკვე 12 წელია მიმდინარეობს. ამ დროის განმავლობაში, ეს პირველი ასეთი შეხვედრა იქნება.
ამ მიზნით თალიბებმა ყატარის დედაქალაქ დოჰაში თავისი ოფისი გახსნეს დ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღწევის სურვილი გამოთქვეს, რომელმაც ავღანეთში სამართლიანი მმართველობის დამკვიდრებასა და უცხოური ოკუპაციის დასრულებას უნდა შეუწყოს ხელი.
აშშ-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოლაპარაკებები დოჰაში ხუთშაბათს დაიწყება , თუმცა აქვე აღნიშნეს, რომ რომ თალიბების ავღანეთის ხელისუფლების მიმართ უნდობლოის გამო, ძალიან რთულია შეხვედრის შედეგიანად დასრულებაზე საუბარი. აქამდე თალიბები უარს ამბობდნენ შეხვედრაზე.
http://www.itar-tass.com/c1/776436.html
მასალის გამოყენების პირობები