პარლამენტი 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას იწყებს.
მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს დღეს საგარეო ურთიერთობათა,
დიასპორისა
და კავკასიის საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების
გაერთიანებულ სხდომაზე, ასევე თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის,
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და ჯანდაცვის კომიტეტების
სხდომაზე განიხილავენ.
ბიუჯეტის პროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტების, ფრაქციების,
უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში 16 ოქტომბრის ჩათვლით არის
დაგეგმილი, რის შემდეგაც მთავარი ფინანსური დოკუმენტი მთავრობას
პარლამენტის შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდება.
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის
თანახმად, 2017 წელთან შედარებით, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი
დაახლოებით 949 მილიონი ლარით იზრდება და 12 მლრდ 364 მლნ 500 ათასი
ლარი იქნება.
მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის თანახმად, სახელმწიფო
ბიუჯეტის გადასახდელები (ასიგნებები)12 მლრდ 364 მლნ 500 ათასი ლარით
განისაზღვრა, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები შეადგენს 10 მილიარდ 911
მილიონ 500 ათას ლარს, გრანტები - 165.0 მლნ ლარს, ხოლო კრედიტები - 1
მლრდ 288 მლნ ლარს.
პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯების ჯამური მოცულობა შეადგენს 9 მლრდ 504 მლნ 545 ათას ლარს მათ
შორის, შრომის ანაზღაურებაზე განსაზღვრულია - 1 მლრდ 397 მლნ 524
ათასი ლარი, საქონელი და მომსახურება - 1 მლრდ 188 მლნ ლარი, პროცენტი
- 550.0 მლნ ლარი; სუბსიდიები - 437.9 მლნ ლარი; გრანტები - 1 მლრდ
303 მლნ ლარი; სოციალური უზრუნველყოფა - 3 მლრდ 413 მლნ ლარი და სხვა
ხარჯები - 1 მლრდ 214 მლნ ლარი.
არაფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გათვალისწინებულია 1 მლრდ 433
მლნ ლარი, ხოლო ფინანსური აქტივების ზრდის მუხლით გამოყოფილია - 636.7
მლნ ლარი.
ვალდებულებების კლება შეადგენს 790.1 მლნ ლარს, საიდანაც 725.0 მლნ
ლარი მიმართული იქნება საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების დაფარვაზე,
ხოლო 65.1 მლნ ლარი - საშინაო სახელმწიფო ვალდებულებების და
დავალიანების დაფარვაზე.
ამასთან, როგორც 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად
ვარიანტშია აღნიშნული, მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური
მაჩვენებლები კონსერვატიული მიდგომით არის დაგეგმილი და 2018 წლისთვის
მშპ-ს რეალური ზრდა 4.5%-ს შეადგენს, ხოლო მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი
3.5%-ს.
საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკის რეალური ზრდის პროგნოზი 5%-ის
ფარგლებშია მოსალოდნელი, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 3%-ის ფარგლებში.
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის
მიხედვით, 2017 წლის მსგავსად, მომავალ წელსაც ყველაზე მეტ
დაფინანსებას ჯანდაცვის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროები მიიღებენ.
პარლამენტში წარდგენილი პროექტით, 2018 წლის ბიუჯეტით ყველაზე მეტ
დაფინანსებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მიიღებს. მისი ბიუჯეტი 2017 წელთან შედარებით, 111.2 მლნ ლარით
იზრდება და 3 მლრდ 527 მლნ ლარს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების
28.5%) შეადგენს.
აქედან სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის - 2 მლრდ
463 მლნ ლარია გათვალისწინებული. აღნიშნული თანხის ფარგლებში
დაგეგმილია მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს
კანონით განსაზღვრული სოციალური ხარჯების დაფინანსება.
ასევე ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის განსაზღვრულია - 982.8 მლნ
ლარამდე, მათ შორის, მოსახლეობის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის
პროგრამისთვის - 704.0 მლნ ლარი; იმუნიზაცია - 22.4 მლნ ლარი; C
ჰეპატიტის მართვის პროგრამა - 16.0 მლნ ლარი; ინფექციური დაავადებების
მართვა -10.5 მლნ ლარი; ტუბერკულოზის მართვა - 15.6 მლნ ლარამდე; აივ
ინფექცია/შიდსის პროგრამა - 10.0 მლნ ლარზე მეტი, დიალიზი და თირკმლის
ტრანსპლანტაცია - 35.0 მლნ ლარი;
ფსიქიკური ჯანმრთელობა - 21.0 მლნ ლარი; დიაბეტის მართვა - 13.0 მლნ
ლარი; სასწრაფო გადაუდებელი დახმარება და სამედიცინო ტრანსპორტირება -
39.0 მლნ
ლარი; სოფლის ექიმი - 26.0 მლნ ლარი; რეფერალური მომსახურება - 22.3
მლნ ლარი;
ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფა -
10.0
მლნ ლარი და სხვა. ასევე, სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა
და აღჭურვისათვის - 25.0 მლნ ლარი.
რაც შეეხება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტროს,
2017 წელთან შედარებით, მისი ბიუჯეტი დაახლოებით, 572 მილიონი ლარით
იზრდება და 2018 წელს ჯამში გამოყოფლია 1 მილიარდ 830 მლნ ლარი.
აღნიშნული თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია - საგზაო
ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის - 1 მილიარდ 283 მლნ ლარი, მათ
შორის, განხორციელდება შემდეგი საავტომობილო გზების
მშენებლობა-რეკონსტრუქცია: თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობა
და რეკონსტრუქცია (ჩუმათელეთი-არგვეთა) - 250.0 მლნ ლარი;
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის
გაუმჯობესების პროექტი (ზემო ოსიაური-რიკოთი) - 80.0 მლნ ლარი;
სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის მოდერნიზაცია-მშენებლობა
-150.0 მლნ ლარი;
ბათუმის ახალი შემოვლითი გზა - 70.0 მლნ ლარი; ჩუმათელეთი-ხარაგაულის
გზის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია - 45.0 მლნ ლარი;
ქობულეთის ახალი შემოვლითი გზა - 30 მლნ ლარი; ხულო-ზარზმის
მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია - 30.0 მლნ ლარი;
აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანზიტო მაგისტრალი IV (აგარა - ზემო
ოსიაური) - 20.0 მლნ ლარი; ზემო იმერეთი (საჩხერე) - რაჭის
დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია-მშენებლობა - 25 მლნ
ლარი; სნო-ჯუთა-როშკა-შატილი-ომალო-ხადორის ხეობა - ბაწარა - ახმეტის
მიმართულებით საავტომობილო გზების რეკონსტრუქცია-მშენებლობა - 20.0
მლნ ლარი; სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის გრიგოლეთი-ჩოლოქის
მონაკვეთის მშენებლობა - 60.0 მლნ ლარი; მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის
საავტომობილო გზის ქვეშეთი - კობის მონაკვეთზე საავტომობილო გზის და
გვირაბის მშენებლობა - 53.0 მლნ ლარი; თბილისი-წითელი ხიდის
საავტომობილო გზის რუსთავი-წითელი ხიდის მონაკვეთის მშენებლობა - 25.0
მლნ ლარი; ალგეთი-სადახლოს საავტომობილო გზის მშენებლობა-მოდერნიზაცია
- 25.0 მლნ ლარი; თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის
ლოჭინი-საგარეჯოს მონაკვეთის მშენებლობა - 25.0 მლნ ლარი; მდინარე
რიონზე ფოთის ხიდის მშენებლობა - 10.0 მლნ ლარი.
ამასთან, რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის
რეაბილიტაციისათვის გათვალისწინებულია 262.0 მლნ ლარი, მათ შორის,
მთის კურორტებზე ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია - 60 მლნ
ლარი; მდგრადი ურბანული ტრანსპორტის განვითარების საინვესტიციო
პროგრამა - 71.0 მლნ ლარი (თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზის
მოდერნიზაცია და ბათუმის ნაპირდაცვის და სანაპირო ზოლის მოწყობა);
საქართველოს ურბანული რეკონსტრუქციის და განვითარების პროექტი - 45.0
მლნ ლარი; რეგიონალური განვითარების პროექტი (კახეთი, იმერეთი,
მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი) - ჯამში 43.7 მლნ ლარი;
ასევე, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის
გათვალისწინებულია 254.9 მლნ ლარზე მეტი, რომლის ფარგლებშიც
დადგეგმილია ქუთაისის წყალარინების პროექტის განხორციელება, გუდაურში
წყლის ხელოვნური რეზერვუარის მოწყობა, ასევე საქართველოს სხვდასხვა
რეგიონში წყლისა და წყალარინების, საკანალიზაციო სისტემების
მშენებლობა-რეაბილიტაცია და ა.შ.
პირველადი პროექტის თანახმად, 2017 წელთან შედარებით განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება 62.6 მლნ ლარით იზრდება და 1
მლრდ 178 მლნ 770 ათას ლარს შეადგენს.
პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ზოგადი განათლების
დასაფინანსებლად განსაზღვრულია - 681.1 მლნ ლარამდე, მათ შორის,
ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსება - 598.9 მლნ ლარი;
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა - 11.9 მლნ
ლარამდე; უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფა - 12.8 მლნ
ლარზე მეტი; მოსწავლეების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა - 23.0 მლნ
ლარამდე; საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფა - 22.1
მლნ ლარი და სხვა.
ასევე პროფესიული განათლების დასაფინანსებლად - 38.0 მლნ ლარამდე;
უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამების დასაფინანსებლად
- 135.1 მლნ ლარზე მეტი; მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების
ხელშეწყობა - 62.6 მლნ ლარი; საგანმანათლებლო დაწესებულებათა
ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის - 97.2 მლნ ლარზე მეტი; დონორების
დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიემართება (მათ შორის, ათასწლეულის
გამოწვევა საქართველოს - გრანტი) 116.8 მლნ ლარამდე.
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის
თანახმად, 2017 წელთან შედარებით, მომავალ წელს თავდაცვის,
ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებს დაფინანსება
უმცირდებათ.
უფრო კონკრეტულად, თუ 2017 წელს თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 748
მილიონი ლარი იყო, 2018 წელს - 702 მილიონი ლარი იქნება.
2017 წელს 370,5 მლნ ლარით დაფინანსებული ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით, 116 მლნ ლარით მცირდება
და უწყება 2018 წელს 253,8 მლნ ლარს მიიღებს.
დაახლოებით ერთი მილიონი ლარით მცირდება ენეგრეტიკის სამინისტროს
ბიუჯეტი, კერძოდ, თუ 2017 წელს მისი დაფინანსება 132.3 მლნ ლარი იყო,
2018 წელს -131 ლარი იქნება.
ასევე მცირედით მცირდება იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი. 2017 წელს
62.015 მლნ ლარით დაფინანსებული უწყება, მომავალ წელს 62 მლნ ლარს
მიიღებს.
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის
თანახმად, უცვლელია ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება. 2017 წლის
მსგავსად, 2018 წელს აღნიშნული უწყების ბიუჯეტი 82,3 მლნ ლარით
განისაზღვრა.
წყარო:
IPN
მასალის გამოყენების პირობები