სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ყოფილ პრემიერ-მინისტრ ვანო მერაბიშვილს ბრალი სავარაუდოდ დღეს დაუმძიმდება. მთავარი პროკურორი, არჩილ კბილაშვილი ამ ეტაპზე თავს იკავებს კომენტარისგან, მოხდება თუ არა მერაბიშვილისთვის ბრალის დამძიმება სამეგრელოში აღმოჩენილ ჩანაწერებთან დაკავშირებით.
"სამეგრელოში აღმოჩენილ ვიდეომასალებთან დაკავშირებით ბრალის წარდგენის საკითხზე ახლა კომენტარს ვერ გავაკეთებ. ჩვენ უახლოეს დროში ვგეგმავთ მერაბიშვილისთვის ბრალის წარდგენას გირგვლიანის ეპიზოდზე", - აღნიშნა გასულ კვირას კბილაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები