მომავალი წლის ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკანონდებლო
ორგანოში დაამტკიცეს. ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს, რომელიც დეპუტატებს
ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წარუდგინა, პარლამენტის 111-მა
წევრმა დაუჭირა მხარი, ოპოზიციამ აღნიშნულ დოკუმენტს ხმა არ
მისცა.
კენჭისყრამდე პარლამენტში ხანგრძლივი განხილვა და დებატები მთელი დღის
განმავლობაში მიმდინარეობდა.
სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მთლიანი მოცულობა, 2017 წელთან
შედარებით იზრდება 943,8 მლნ ლარით და 12,441 მილიარდ ლარს
შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები