საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი დღეს ისრაელის პრეზიდენტს შიმონ პერესს და იერუსალიმის პატრიარქს თეოფილოს III-ს შეხვდება.
ივანიშვილის ვიზიტი ისრაელში დღეს დაიწყო.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კონსტანტინე სურგულაძე, პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გია ხუხაშვილი და საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია.
დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრა ქართველ ებრაელებთან.
ისრაელში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრი და დელეგაციის სხვა წევრები დღეს წმინდა ადგილებს მოილოცავენ.
მასალის გამოყენების პირობები