თვითმფრინავი, რომლითაც რასმუსნი თანმხლებ პირებთან ერთად ჩამოფრინდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. სტუმრებს აეროპორტში საქართველოს მთავრობის წევრები დახვდნენ.
ნატო-ს გენერალური მდივანი პირველ შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან გამართავს. ამ მიზნით აეროპორტიდან ის სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გაემგზავრა. პირისპირ შეხვედრის შემდეგ ანდერს ფოგ რასმუსენი და ბიძინა ივანიშვილი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
დღესვე ჩატარდება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა. ასევე სტუმრებისთვის რუსთაველის თეატრში ღონისძიება გაიმართება, რომელიც მედიისთვის დახურული იქნება.
ვიზიტის მეორე დღეს, ხვალ, 27 ივნისს კი, ჩრდილოატლანტიკური საბჭო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს, საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერებთან, უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებთან და კომიტეტების თავმჯდომარეებთან გამართავს შეხვედრას.
იმავე დღეს, ნატო-ს გენერალური მდივანი, ანდერს ფოგ რასმუსენი პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუდენტებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოვა.
ნატო-ს ელჩები შეხვდებიან სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, უმცირესობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
27 ივნისს იგეგმება ნატო-ს გენერალური მდივნის არაფორმალური სამუშაო სადილი საქართველოს თავდაცვის მინისტრ, ირაკლი ალასანიასთან და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან, გიგა ბოკერიასთან.
ამავე დღეს იგეგმება ნატო-ს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილი ერთობლივი პრესკონფერენცია.
ნატო-ს დელეგაცია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამხედრო ცერემონიას დაესწრება, რომლებიც მომავალში ავღანეთში გაემგზავრებიან, IშAF-ის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მისაღებად.
დელეგაცია თბილისს 27 ივნისსს დატოვებს.
მასალის გამოყენების პირობები