Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/bizinaaa_s.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
ანდერს ფოგ რასმუსენი: "ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას"
საქართველოში ნატო-ს გენერალური მდივნის ანდერს ფოგ რასმუსენის ვიზიტს ნატო-ს ოფიციალური ვებგვერდი ეხმაურება. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ვალდებულებას დემოკრატიული რეფორმებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების კუთხით. "საქართველომ რეფორმები უკვე ბევრ სფეროში გაატარა. ახლა პრიორიტეტია, ამ რეფორმების განხორციელების გაგრძელება და იმის დემონსტრირება, რომ ამ დემოკრატიას ფესვები ღრმად აქვს გადგმული. ეს კი პოლიტიკური კოჰაბიტაციის მუშაობას, კანონის უზენაესობასა და წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების მაღალი სტანდარტებით ჩატარების უზრუნველყოფას ნიშნავს", - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა. ანდერს ფოგ რასმუსენმა ასევე განაცხადა, რომ ნატო გააგრძელებს საქართველოს დახმარებას რთული რეფორმების განხორციელებაში. "ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას. საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია კი ის მიზანია, რომელსაც ჩვენ ყველანი ვიზიარებთ. 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ისე მყარია, როგორც არასდროს. როგორც კი საქართველო ყველა საჭირო მოთხოვნას შეასრულებს, ის ნატო-ს ბინადარი გახდება", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. თბილისში ვიზიტით მყოფმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ერთმნიშვნელოვნად ერთგულია ევროატლანტიკური თანამეგობრობის უსაფრთხოების საკითხში. "თქვენ იმაზე მეტი სამხედრო გყავთ ISAF-ის მისიაში ავღანეთში, ვიდრე სხვა პარტნიორ ქვეყნებს. თქვენ ასევე უკვე განაცხადეთ მზადყოფნა ჩვენს ახალ მისიაში – ავღანელი სამხედროებისთვის რჩევების მიცემაზე, დახმარებასა და გაწვრთნაში მონაწილეობაში. ეს დიდი წვლილია ჩვენს ძალისხმევაში – ვიბრძოლოთ ტერორიზმის წინააღმდეგ", - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.