ამის შესახებ ქუთაისში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე პარტიის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
"საზოგადოებას მოეხსენება, რომ გუშინდელი დღიდან ფინანსური პოლიციის და მთავრობის მხრიდან მიმდინარეობს საპარლამენტო ოპოზიციის მიმართ უპრეცედენტო შეტევა, რომელიც გამოხატება იმაში, რომ გუშინ დილიდან საკრებულოს წევრების, პარტიის თბილისის რაიონული ორგანიზაციის და სხვა პარტიის წევრი თანამდებობის პირების მიმართ ხორციელდება უკანონო დაკავებები, გატაცებები, რაც ბუნებრივია, არღვევს კონსტიტუციას და საპროცესო კანონმდებლობას. ეს პოლიტიკური შეტევა განაპირობებს ჩვენი პოლიტიკური პარტიის მიმართ თავდასხმას. ასეთ პირობებში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვეულებრივი საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელება შეუძლებელია. ჩვენ გადავდივართ პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში, საპარლამენტო ფრაქცია ტოვებს სხდომას და მივდივართ თბილისში, რომ კანონიერი ბრძოლა გავაგრძელოთ", - განაცხადა ბეჟაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები