Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/biujeti.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/biujeti.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/biujeti.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/biujeti.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
საგამოძიებო სამსახური დედაქალაქის ბიუჯეტიდან 48 930 822 ლარის მითვისება-გაფლანგვის სამ ეპიზოდს სწავლობს
დედაქალაქის ბიუჯეტის კუთვნილი 48 930 822 ლარის  მითვისება-გაფლანგვის სამ ეპიზოდს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური სწავლობს. ამის შესახებ დღეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს და აღნიშნულ ეპიზოდებზე დეტალურად ისაუბრეს. საგამოძიებო სამსახურის განცხადებას რადიო "ათინათი"  უცვლელად გთავაზობთ. "დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები - თბილისის მერის მოადგილე დავით ალავიძე, თბილისის განვითარების ფონდის თავმჯდომარე დავით ავალიანი, თბილისის შესყიდვების სამსახურის უფროსი ალექსი თაბუაშვილი, მთაწმინდა-კრწანისის გამგებლის მოადგილე დიმიტრი ჩხეიძე დააკავეს, ხოლო თბილისის განვითარების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის გიორგი საბანაძის მიმართ გამოტანილია დადგენილება, ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ. საქმე ეხება "თბილისის განვითარების ფონდს," რომელიც  მერიის მიერ ისტორიული და სხვა მნიშვნელოვანი შენობების რეაბილიტაციის მიზნით 2010 წლის 16 ივლისს შეიქმნა. ფონდი დაფუძნებიდან დღემდე   ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.   გამოძიება დედაქალაქის ბიუჯეტის კუთვნილი 48 930 822 ლარის  მითვისება გაფლანგვის სამ ეპიზოდს სწავლობს.  1.  ფონდიდან სახელფასო პლასტიკური ბარათების მეშვეობით 13 852 497 ლარის გაფლანგვის ფაქტს. 2. ფონდის საბანკო ანგარიშებიდან ნაღდი ფულის სახით 34 000 000 ლარის მითვისების ფაქტს და  3. არამიზნობრივად ე.წ. ფურშეტებზე ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ პარტიული ღონისძიებების ორგანიზებისთვს დახარჯულ 719 862 ლარს.   პირველ ეპიზოდთან დაკავშირებით საქმე მდგომარეობს შემდეგში - 2011 წლის ნოემბერში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო უბნების ე.წ. კოორდინატორების დაფინანსების მიზნით, გიორგი საბანაძის ხელმძღვანელობით 719 პიროვნებაზე პლასტიკური სახელფასო ბარათები დამზადდა, რომლებიც თითქოს "თბილისის განვითარების ფონდში“  შენობათა კვლევის სპეციალისტებად მუშაობდნენ, თუმცა მათ ამის შესახებ არაფერი არ იცოდნენ. დამზადებული პლასტიკური ბარათები თბილისის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის ალექსი თაბუაშვილის მეშვეობით ‘’ნაციონალური მოძრაობის’’ თბილისის ათი რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელებზე გადანაწილდა. პლასტიკურ ბარათებზე ხელფასის სახით ყოველთვიურად 2011 წლის ნოემბრიდან 2012 წლის ივნისამდე თანხები ირიცხებოდა, საიდანაც თანხები პერიოდულად გამოქჰონდათ  ა. თაბუაშვილს,  დავით ავალიანს, დიმიტრი ჩხეიძეს და მერიის და გამგეობის 30-მდე თანამშრომელს.   ამ ქმედებით აღნიშნული ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ უკანონოდ გაიფლანგა თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი ფულადი თანხა 13 852 497 ლარის ოდენობით. აქვე გვინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნული 719 პირიდან უმეტესობა მანამდე ფიქტიურად დასაქმებული იყო მერიის მიერ დაფუძნებულ "თბილსერვის ჯგუფში", რასთან დაკავშირებითაც მიმდინარე გამოძიებაზე საზოგადოება კარგადაა ინფორმირებული. მეორე ეპიზოდთან დაკავშირებით გამოძიებამ დაადგინა, რომ თბილისის მერის მოადგილემ დავით ალავიძემ და "თბილისის განვითარების ფონდის" ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი საბანაძემ გადაწყვიტეს, რომ გაეუქმებინათ სახელფასო პლასტიკური ბარათები და პარტიული მიზნებისთვის საჭირო თანხები უშუალოდ საბანკო ანგარიშიდან გამოეტანათ. წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, ფონდის ანგარიშიდან საბანკო ჩეკების საშუალებით, ნაღდი ფულის სახით, მათ 2012 წლის ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით, შვიდჯერ გაიტანეს და მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისეს 34 328 463 ლარი. რაც შეეხება მესამე ეპიზოდს, გიორგი საბანაძემ და დავით ალავიძემ წინა საარჩევნო პერიოდში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების გამასპინძლების მიზნით, შპს "სითი ივენთსა" და შპს "ფართი ჰაუსს" ფონდის სახელით შესაბამისი მომსახურების გაწევაზე ხელშეკრულებები გაუფორმეს. 2012 წლის თებერვლიდან ივნისის ჩათვლით ხსენებულმა საწარმოებმა ‘’ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების გამასპინძლების მიზნით მოწყობილ ფურშეტებს ორგანიზება გაუკეთეს, რომელთა ანაზღაურების სანაცვლოდ "თბილისის განვითარების ფონდის" ანგარიშიდან 719 862 ლარი გაიფლანგა. საერთო ჯამში "თბილისის განვითარების ფონდიდან" უკანონოდ მითვისებული და გაფლანგული იქნა 48 930 822 ლარი. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილით გრძელდება, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების შვიდიდან თერთმეტ წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს", - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.