Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/06/images-13.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?

პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა", პრაიმერის ფარგლებში, ქუთაისში კონფერენციას გამართავს
"ნაციონალური მოძრაობა, 30 ივნისს, პრაიმერის ფარგლებში კონფერენციას ქუთაისში ჩაატარებს. "ნაციონალური მოძრაობა", საპრეზიდენტო პრაიმერს ესტონური მაგალითის მიხედვით ჩაატარებს, რაც რეგიონული კონფერენციების ჩატარებას გულისხმობს. პრაიმერის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში 6 კონფერენცია გაიმართება. 30 ივნისს, კონფერენცია ჩატარდება ქუთაისში, რომელსაც იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის პარტიული ორგანიზაციებიდან დელეგატები დაესწრებიან, რომლის თემა ეკონომიკა იქნება. 7 ივლისს, პრაიმერის ფარგლებში კონფერენცია გორში ჩატარდება, რომელსაც დელეგატები შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის პარტიული ორგანიზაციებიდან დაესწრებიან. გორში დაგეგმილი ღონისძიების თემა ჯანდაცვა, სოციალური საკითხები და სოფლის მეურნეობა იქნება. შემდეგი ღონისძიება პრაიმერის ფარგლებში, 14 ივლისს, თელავში ჩატარდება. მასში მონაწილეობას კახეთის და ქვემო ქართლის პარტიული ორგანიზაციები მიიღებენ. ღონისძიების თემა ადამიანის უფლებების დაცვა და მართლწესრიგი იქნება. 20 ივლისს კი, კონფერენცია იგეგმება ზუგდიდში, სადაც საგარეო პოლიტიკის და უსაფრთხოების თემაზე იმსჯელებენ. 21 ივლისს კი კონფერენცია გაიმართება ბათუმში, თემაზე - განათლება, მეცნიერება და კულტურა. მეექვსე - ბოლო კონფერენცია პრაიმერის ფარგლებში დაგეგმილია თბილისში, 28 ივლისს, სადაც მიწვეული არიან დელეგატები თბილისის რაიონული პარტიული ორგანიზაციებიდან. რეგიონული კონფერენციების პარალელურად, როგორც ცნობილია, სპეციალურ ვებგვერდზე ინტერნეტკენჭისყრა გაიმართება. პრაიმერის საორგანიზაციო ჯგუფს გიორგი ვაშაძე უხელმძღვანელებს, დებატებს კი ირმა ნადირაშვილი გაუძღვება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.