ეგვიპტური მედიის ცნობით, არმია ამ ფაქტს უკვე ადასტურებს. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებამდე მურსი თავდაცვის სამინისტროს შენობაში ჰყავდათ გადაყვანილი. ეგვიპტის პოლიციის ინფორმაციით, გადაყენებული პრეზიდენტი მისი მისამართით არსებული ბრალდებების გამო დაკავებულია.
ეგვიპტის არმიამ პრეზიდენტი მუჰამედ მურსი თანამდებობიდან გუშინ გადააყენა, კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა და პრეზიდენტის მოვალეობის შესრულება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ადლი მანსურს დააკისრა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ "მუსულმანთა საძმოს" წარმომადგენლების დაკავება დაიწყო. დაკავებული არიან "მუსულმანთა საძმოს" ლიდერი მუჰამედ ბადია და ეგვიპტის ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
პრეზიდენტ მუჰამედ მურსის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები ეგვიპტეში 30 ივნისს დაიწყო. პროტესტი მალე მასობრივ შეტაკებებში გადაიზარდა. მოსახლეობა მურსის მიერ წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შეუსრულებლობის გამო უკმაყოფილოა. ოპოზიცია კი პრეზიდენტს და "მუსულმანთა საძმოს" ხელისუფლების მონოპოლიზებაში ადანაშაულებს.
მასალის გამოყენების პირობები