გაერო-ს გენერალური მდივანი ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებით შეშფოთებულია. BBC-ის ცნობით, ბენ კი მუნი ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ.
"ბევრი ეგვიპტელი გამოვიდა ქუჩებში საპროტესტო აქციებზე, რათა დააფიქსირონ, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები მათთვის მიუღებელია. თუმცა, ნებისმიერ ქვეყანაში სამხედრო ჩარევა საფრთხეებს წარმოქმნის", - განაცხადა ბენ კი მუნმა.
გაერო-ს გენერალური მდივანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აუცილებელია სამოქალაქო ხელისუფლების დაუყოვნებლივ აღდგენა, რომელიც დემოკრატიის პრინციპების შესაბამისი იქნება.
მასალის გამოყენების პირობები