„ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის „ შემორიწულობის სახით ზუგდიდიდელებისგან აგვისტოსა და სექტემბერში 14 997 ლარი მიიღო.
სახელმწიფო აუდიტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ასახულია, რომ თანხა პარტიას საკუთარმა წევრებმა შესწირეს, მათ შორის, ბათლომე შელიამ - 3 000, გელა თოლორაიამ -2 000, ხოლო ლელა ქებურიამ - 5 000 ლარი. „ევროპული საქართველოს“ შემომწირველია ამავე პარტიის წევრის ირაკლი ღურწკაიას მეუღლე ნათია ბერაია, რომელმაც შემოწირულობის სახით 4 997 ლარი ჩარიცხა.
პირველი აგვისტოდან 11 სექტემბრამდე პერიოდში „ევროპულმა საქართველომ“ შემოწირულობის სახით 293 156 ლარი, მთელი სექტემბრის განმავლობაში კი - 91 196 ლარი მიიღო.
„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძეა.
რადიო
"ათინათმა" მასალის მომზადების დროს პირადი ნომრის მიხედვით (1900 და 6200-ით დაწყებული ნომრები) იხელმძღვანელა.
ამავე თემაზე:
ზუგდიდიდან ენმ-მ შემოწირულობის სახით 70 ლარი მიიღო
ზუგდიდელებმა სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ 30-30 თეთრი შესწირეს
მასალის გამოყენების პირობები