ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ირაკლი თოფურიამ პოსტი დატოვა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო „ათინათს“ ფოთის მერიაში დაუდასტურეს. პრესსამსახურში გვითხრეს, რომ თოფურიამ თანამდებობა საკუთარი განცხადების
საფუძველზე დატოვა.
„მან პირადი მიზეზის გამო დაწერა განცხადება გუშინ. მერმაც უკვე დააკმაყოფილა თოფურიას განცხადება“, - აღნიშნეს მერიის პრესსამსახურში.
ფოთის მერს გოჩა კურდღელიას ამ დრომდე სამი მოადგილე ჰყავდა. თოფურია თანამდებობაზე გასული წლის ნოემბერში დაინიშნა.
მასალის გამოყენების პირობები