პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ყველას წარსული ცნობილია, თუმცა ჩემი მიზანი ვიღაცის ლანძღვა და ფაქტების გახსენება არ არის ®️
მიზანი ვიღაცის ლანძღვა და ფაქტების გახსენება არ არის, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ხაშურში, ამომრჩევლებთან შეხვედრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი მიზანია, საზოგადოებამ გაიგოს, თუ რისთვის მოდის პრეზიდენტად.

„შეუძლებელია ჩვენი დროის ხარჯვა იმაზე, რომ დავიწყო მტკიცება, რას წარმოვადგენ – რომ ვარ სალომე და არა გრიგოლი. ამ ყველაფრის ერთ-ერთი დანიშნულებაც სწორედ ის არის, რომ დავიწყო თავის მართლება ან ვიღაცის ლანძღვა, ფაქტების გახსენება და ა.შ. ყველას შეგვიძლია ამის გაკეთება, რადგან ყველას წარსული არის ცნობილი, თუმცა ეს არ არის ჩემი მიზანი და არც იქნება არასოდეს, ამისთვის მე დრო არ მაქვს. ამ ყველაფრის მეორე მიზანი საერთაშორისო არენაზე წინასწარ ჩემი დისკრედიტაციაა. ვითომ, ამ ყველაფრით ხელი შემეშლება, რომ განვახორციელო ჩემი გეგმები, როცა ვიქნები საქართველოს პრეზიდენტი.

ესეც არ იმუშავებს, რადგან ძალიან კარგად მიცნობენ, ბოლოს და ბოლოს მრავალი წლის განმავლობაში ბევრ საერთაშორისო არენაზე ვმოვღვაწეობდი. ამერიკელებსაც და ევროპელებსაც ძალიან კარგად შეუძლიათ, გაარკვიონ, ვინ ვინ არის და წარსულში ვინ რას იცავდა.

შესაბამისად, ამის მტკიცებაც არ არის საჭირო. დღეს რაც არის საჭირო, არის ის, რომ თქვენ კარგად იცოდეთ, რისთვის მოვდივარ პრეზიდენტად; თუ, რომელი არის ბრალდება და რომელი არის სწორი, თქვენც შეგიძლიათ გაარკვიოთ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.