პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ მიერ დღეს გაკეთებული განცხადება მანიპულაციია. მისი თქმით, ამით ოპოზიციური პარტია
საკუთარ რიგებში არსებული ვითარების გადაფარვას ცდილობს.
„ევროპული საქართველო“ ცდილობს გადაფაროს საკუთარ პარტიაში არსებული ვითარება. ჩვენ ვიცით, რომ მათი წევრები სხვა (არ დავასახელებ იმ პარტიას) პოლიტიკურ ძალაში გადავიდნენ. დღევანდელ ფაქტზე მე მაქვს კონკრეტული მონაცემები, რომ არცერთი დასახელებული პირი არ არის „ქართული ოცნების“ წევრი. ზოგი იყო რესპუბლიკელებში, ზოგი „თავისუფალ დემოკრატებში და ასე შემდეგ“, - თქვა კობახიძემ.
დღეს „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ოფისში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გიგი უგულავამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ პარტიის 17-მა წერვმა სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭრის გამო დატოვა. თავად დასახელებული ადამიანებიც ამბობენ, რომ მათთვის ზურაბიშვილის კანდიდატურა მიღებელია. აღნიშნული პირები „ევროპულ საქართველოს“ შეუერთდნენ.
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის თამუნა ჯიქიას ინფორმაციით, ის 17 პირი, რომელმაც „ქართული ოცნების“ რიგები დატოვების შესახებ დღეს განაცხადა, არა მმართველი პარტიის, არამედ, კოალიციაში შემავალი სხვადასხვა პარტიის წევრები იყვნენ. მათი შეფასებით, ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.
ამავე თემაზე:
„ქართული ოცნება“: დასახელებულ პირებს, ბოლო რამდენიმე არჩევნებია, არანაირი კავშირი არ აქვთ ჩვენთან
მასალის გამოყენების პირობები