აფხაზეთში პირველი თოვლი მოვიდა. სამთო კურორტ აუათხარაში თოვლის საფარმა 40 სანტიმეტრს მიაღწია. ადგილობრივი პანსიონატის მმართველის
ასტან არისთავას თქმით, წელს ზამთრის სეზონი ერთი თვით უფრო გვიან დაიწყო.
"მანამდე, პირველი თოვლი სექტემბრის ბოლოს მოდიოდა ხოლმე და შემდეგ, უკვე საფუძვლიანად ოქტომბერში თოვდა", - უთხრა მან ინტერნეტ გამოცემა „აიაირას“.
არისთავას განმარტებით, ყველაზე თამამები უამინდობის პირობებშიც ადიან აუათხარაში პირველი თოვლის სანახავად, თუმცა, მისი თქმით, ეს არ არის უსაფრთხო.
"ეს ძალიან სახიფათოა, რადგან ბევრი არ არის მზად ზამთრის სეზონისთვის, მათ ჯერ არა აქვთ ზამთრის საბურავები და მაღლობზე რთულია ასვლა. თოვამ შესაძლოა ხეები წააქციოს. აი, მაგალითად, დღეს, აუადხარასკენ მიმავალი მანქანა გადაბრუნდა. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა“, - დასძინა მან.
ასტან არისთავამ გამოცემას უთხრა, რომ პანსიონატი „აუათხარა“ ჯერ არ არის მზად სტუმრების მისაღებად.
თოვა აფხაზეთის მთებსა და მთისპირა სოფლებში 19 ნოემბრამდე გაგრძელდება.
სამთო კურორტი აუათხარა ზღვის დონიდან 1650—1700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, რიწის ტბიდან კი 18 კილომეტრით არის დაშორებული.
ნახეთ კურორტ "აუთხარას" ადმინისტრაციის ვიდეო, რომელიც
ინსტაგრამზე გავრცელდა
მასალის გამოყენების პირობები