მიხეილ სააკაშვილი: შევიტან განაცხადს, რომ ვიყო ლაზიკის ხელმძღვანელი
"მე მსურს, რომ საქართველო გადავაქციო წარმატებულ საზღვაო სახელმწიფოდ",- ეს განცხადება საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერით
გადაცემა "კვირის აქცენტებში" გააკეთა. სააკაშვილის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების, ხელისუფლების ცვლილებისა და საქართველოში მისი დაბრუნების შემთხვევაში, მას სურს, რომ ლაზიკის პროექტის მენეჯერი იყოს.
"ჩემი ოცნება და პრეტენზია საქართველოს მთავრობასთან იქნება მხოლოდ ერთი. მე შევიტან განაცხადს ლაზიკის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მმართველის პოზიციაზე. ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც იქნება ინგლისური სამართალი, დღგ იქნება ნული, იქნება თავისუფალი ბიზნესგარემო და სამართლებრივად დაცული იქნება ყველა. ლაზიკის იდეა თავიდანვე ჩემი იყო და ის შექმნის ათობით ათას სამუშაო ადგილს, განავითარებს სამეგრელოს და იქნება ახალი მაგნიტი, რასაც საქართველო სთავაზობს მსოფლიოს", - აღნიშნა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემთხვევაში ის მთავრობაში ყოფნას არ აპირებს.
მასალის გამოყენების პირობები