Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/166038_396458730466908_1405784272_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/166038_396458730466908_1405784272_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/166038_396458730466908_1405784272_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/166038_396458730466908_1405784272_n.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიმართვა გააკეთა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიმართვა გააკეთა, რომელსაც რადიო "ათინათი" უცვლელად გთავაზობთ: "საქართველოს პრეზიდენტმა ბოლოს და ბოლოს მოახერხა და დანიშნა საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს. ცენტრალური საარჩევნო კომისია უკვე შეუდგა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას. საარჩევნო სამზადისი დაიწყეს პოლიტიკურმა პარტიებმა და საპრეზიდენტო კანდიდატებმა. მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გახდეს ქვეყანაში მომხდარი ფუნდამენტური ცვლილების ყველაზე უფრო მკაფიო დემონსტრირება. ჩვენს პოლიტიკურ გუნდს აქვს ამ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების ამბიცია და სურვილი, მაგრამ ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ამბიცია და სურვილი - საქართველოში ჩატარდეს სამაგალითოდ სუფთა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ისეთი არჩევნები, როგორიც ეკადრება ევროპისკენ მიმავალ ქვეყანას. სწორედ ეს იქნება ჩვენი საერთო გამარჯვება და დემოკრატიული პოლიტიკური წესრიგის დამკვიდრება ქვეყანაში. საქართველოში უნდა დასრულდეს ის სამარცხვინო პრაქტიკა, როდესაც მმართველი გუნდი მთელ სახელისუფლებო რესურსს მიმართავდა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და ხელს უშლიდა მოქალაქეთა თავისუფალი ნების გამოხატვას. ჩვენი ხელისუფლება ყველა მოქალაქისა და ყველა საპრეზიდენტო კანდიდატის ხელისუფლებაა. ამიტომ სახელისუფლებო და ადმინისტრაციული სისტემა, იქნება ეს საბიუჯეტო თანხები, პოლიცია თუ სხვა საჯარო დაწესებულებები, მიმართული იქნება თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად და არა რომელიმე კანდიდატის გასამარჯვებლად. მივმართავ კოალიცია "ქართულ ოცნებაში" გაერთიანებულ და სხვა პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ სახელმწიფო პოლიტიკის რანგში აყვანილი უსამართლობისა და ძალადობის მსხვერპლი, - ამ საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას დავამტკიცოთ, რომ სამაგიეროს გადახდა არ არის ჩვენი პრინციპი. ჩვენი პრინციპებია თავისუფლება, კანონის უზენაესობა და ოპონენტის პატივისცემა. სხვა შემთხვევაში, თუ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს ისევე მოვექცევით, როგორც ისინი ჩვენ გვექცეოდნენ, კვლავ იმ მოჯადოებულ წრეზე სვლას გავაგრძელებთ, რომელსაცათწლეულებია თავი ვერ დავაღწიეთ და რის გამოც ქვეყანა წელში ვერა და ვერ გაიმართა. მივმართავ ყოფილი მმართველი პარტიის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" იმ წარმომადგენლებს, რომლებიც არ ყოფილან იმ აღმაშფოთებელი დანაშაულებრივი სისტემის მონაწილე, რომლის ფორმაც და არსიც უკვე ყველასთვის აშკარაა, - გამოიყენეთ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები როგორც უკანონობასთან გამიჯვნისა და ღირსეული პოლიტიკური მომავლის შანსი. თქვენგან საჯარო ბოდიშს და მონანიებას არავინ ითხოვს - ამგვარი აქტები საკუთარ სინდისთან და ღმერთთან პირისპირ დარჩენის დროს მოგვეთხოვება ყველას. შეეცადეთ ქართველ ხალხს გულწრფელად აუხსნათ, რა მოხდა და რატომ მოხდა. ეს მხოლოდ თქვენ არ გჭირდებათ, ეს ქვეყანას სჭირდება. თქვენ საკუთარ მაგალითზე ყველაზე უკეთ შეგიძლიათ წარმოაჩინოთ, თუ როგორ გარდაუვლად იყრება წყალში ქვეყნისათვის სამსახურის ყველა მცდელობა, როდესაც იმავდროულად ერთპიროვნული მმართველობა მკვიდრდება, ჭეშმარიტებაზე მონოპოლია ცხადდება, ძალაუფლება კანონის ჩარჩოებს სცდება და განსხვავებული აზრი იდევნება. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ თქვენ მოგეცეთ სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალება. დანარჩენი – ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. მივმართავ პროკურატურისა და პოლიციის ორგანოებს, – მკაფიოდ დასაბუთებული უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევების გარდა, თავი შეიკავონ დანაშაულში მხილებულ იმ პირთა უფლებების კანონიერი შეზღუდვისა და დაკავებისაგან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიაში. ჩვენი პრიორიტეტია ყველა დამნაშავის განსასჯელის სკამზე დასმა, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების განმავლობაში უფრო მაღალი პრიორიტეტია პოლიტიკური თავისუფლების უზრუნველყოფა. არჩევნებში პროკურორიც და მოსამართლეც ხალხია და ხალხის თავისუფალმა არჩევანმა უნდა განსაზღვროს, ვის რა ნდობა აქვს დღეს და ვის რა პერსპექტივა აქვს მომავალში. მივმართავ მედიის წარმომადგენლებს, - ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტების შესაბამისად, ობიექტურად და მიუკერძოებლად მიაწოდონ საზოგადოებას სრული და დაბალანსებული ინფორმაცია საპრეზიდენტო კანდიდატების წინასაარჩევნო კამპანიის შესახებ. ეს პროცესი იმასაც ნათლად დაგვანახებს, თუ რომელი ტელეკომპანია, გაზეთი თუ ჟურნალისტი ახერხებს სახელისუფლებო წნეხისაგან გათავისუფლებული მედიის სიკეთეებით სარგებლობას და ვინ ამჯობინებს პროპაგანდის იარაღად დარჩენას. მივმართავ საერთაშორისო ორგანიზაციებს, მეგობარი ქვეყნების დიპლომატიურ მისიებს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, - დღეიდანვე რაც შეიძლება მეტი კვალიფიციური დამკვირვებელი ჩართონ საარჩევნო პროცესის მონიტორინგში და დროულად მოგვაწოდონ მათი შენიშვნები და რეკომენდაციები. დარწმუნებული ვარ, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში ღირსეული კანდიდატი ღირსეულად გაიმარჯვებს, ხოლო დამარცხებულებს ექნებათ სრული რწმენა იმისა, რომ პატიოსან ბრძოლაში დამარცხებითაც კი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების საქმეში", - ნათქვამია პრემიერის მიმართვაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ოდაბადეშ კინოხონი
21 / ნოემბერი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.