უმაღლესი სასწავლებლის რექტორის მოვალეობის შემსრულებლებს პრემიერ-მინისტრი აღარ დანიშნავს. ცვლილება "უმაღლესი განათლების" შესახებ კანონპროექტში შევა. ცვლილების თანახმად, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში ყველა ის პირი შევა, ვისაც უნივერსიტეტში აქვს აკადემიური, ან სამეცნიერო თანამდებობა და აქვს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
"უმაღლესი განათლების" შესახებ კანონპროექტი დღევანდელ რიგგარეშე სესიაზე მეორე მოსმენით, მუხლობრივად განიხილეს. მას კენჭს დღის მეორე ნახევარში უყრიან.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტით უმაღლესი სასწავლებლების რექტორის მოვალეობის შემსრულებლები პრემიერს უნდა დაენიშნა. აღნიშნული ცვლილება არ იმოქმედებს თსუ-ზე და რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აღარ აირჩევენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რადგან სასწავლებლის რექტორის მოვალეობას ალექსანდრე კვიტაშვილი უკვე ასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები