პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო-ჩანაწერების განადგურების თარიღი, სავარაუდოდ, ერთ კვირაში გახდება ცნობილი. აღნიშნულ საკითხზე სპეციალურმა კომისიამ შეხვედრა შსს-ში გამართა, რომელსაც შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი და მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ესწრებოდნენ. როგორც კონსულტაციების დასრულების შემდეგ კომისიის წევრმა კახი კახიშვილმა განაცხადა, ევროკავშირის სპეციალურ მრჩეველს საქართველოს მთავრობისთვის სამართლებრივი და კონსტიტუციური რეფორმებისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამერბერგს გაეგზავნა თხოვნა, წარმოადგინოს წერილობითი მასალა, ანალოგიურ სიტუაციებში საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ. მასალების განადგურების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომისია კიდევ ერთ შეხვედრას ერთ კვირაში გამართავს.
მასალის გამოყენების პირობები