ბათლომე შელიამ სოციალურიდან საფინანსო კომისიაში გადაინაცვლა
ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ ბათლომე შელიამ საკრებულოს სოციალური და ჯანდაცვის კომისია დატოვა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში გადაინაცვლა.
„სოციალური კომისია არ არის ის კომისია, რომელსაც მე ხშირად ვაკრიტიკებ, რადგან საკმაოდ სენსიტიურ საკითხებს მოიცავს. საფინანსო კომისიაში გადავდივარ მხოლოდ იმიტომ, რომ აქ იწყება საინტერესო პროცესები, როგორიცაა სამოქალაქო ბიუჯეტის მიმართულებით მუშაობა, რომელშიც ჩაერთვებიან არასამთავრობოები. სწორედ ეს არის ჩემი გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი", - აღნიშნა შელიამ.
მასალის გამოყენების პირობები