Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/images9.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/images9.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/images9.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/07/images9.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
პოლიტიკა
თენგიზ გუნავა გლდანის ციხეში იმყოფება
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი თენგიზ გუნავა გლდანის მე-8 სასჯელღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. ამის შესახებ  გუნავას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გუნავა გლდანის მე-8 დაწესებულებაში გუშინ გადაიყვანეს და ახლაც იქ იმყოფება. "მას უკვე მისჯილი აქვს და მალე უნდა გადაიყვანონ ე.წ. მატროსოვის ციხეში. თუ ეს პროცედურები დროში გაიწელა, აუცილებლად მივმართავთ შესაბამის ორგანოებს, რომ მისი გადაყვანა ე.წ. მატროსოვზე მალე მოხდეს", - განაცხადა ველიჯანაშვილმა. შეგახსენებთ, რომ თენგიზ გუნავას სასამართლოს გადაწყვეტილებით თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიესაჯა. იგი სასამართლო დარბაზიდან ციხეში გადაიყვანეს. მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას გადაწყვეტილებით, გუნავას თავდაპირველად თავისუფლების 8 წლით აღკვეთა განესაზღვრა, თუმცა "ამნისტიის აქტის" საფუძველზე აღნიშნული სასჯელი განახევრდა და გუნავას 4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. გარდა ამისა, მას ასევე წლითა და 6 თვის ვადით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა. გუნავა სასამართლო დარბაზიდანვე ციხეში გადაიყვანეს. ცნობისთვის, სასამართლომ თენგიზ გუნავა დამნაშავედ ბრალდების სამი ეპიზოდიდან ორში სცნო. კერძოდ, ბენზინის ტალონებისა და სახელმწიფო ქონების მითვისებაში. რაც შეეხება სვანეთის სოდ-ის ყოფილი უფროსის ბაკურ გულუას დაჭრის ფაქტს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, თენგიზ გუნავა აღნიშნულ ეპიზოდში უდანაშაულოა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ოდაბადეშ კინოხონი
17 / აპრილი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.