„ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მერობის კანდიდატს გიორგი შენგელიას ამ ეტაპზე TBC ბანკის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შესახებ საუბარი არ სურს.
რადიო
„ათინათი“ დაინტერესდა, როგორია ბანკის ადგილობრივი ფილიალის ყოფილი მმართველისა და ამჟამად პოლიტიკური ფიგურის პოზიცია არსებული საქმის შესახებ. შენგელიამ გვითხრა, რომ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მოგვიანებით ისაუბრებს.
„ამ ეტაპზე გარემოც არ არის შესაბამისი, რომ ამაზე ვისაუბრო. მოგვიანებით გვექნება საშუალება, რომ დეტალურად ვისაუბრო ამ და სხვა საკითხებზე, გვექნება ამის დრო და სამუშაო რეჟიმში ყველაფერზე დავაფიქსირებ პოზიციას. არ ჩათვალოთ, რომ კითხვაზე არ გპასუხობთ, უბრალოდ, შემდეგისთვის გადავდოთ“, - უთხრა რადიო
„ათინათს“ შენგელიამ.
გიორგი შენგელია, რომელიც ამჟამად ზუგდიდის მერის პირველი მოადგილის პოსტს იკავებს, 2011 წლიდან 2018 წლამდე TBC ბანკის ზუგდიდის სერვისცენტრს ხელმძღვანელობდა.
ზუგდიდის მერობის კანდიდატად მმართველი პარტიიდან ზუგდიდის
მერის პირველი მოადგილე გიორგი შენგელია "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ,
25 მარტს წარადგინა.
მასალის გამოყენების პირობები