ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ უპასუხა მერობის კანდიდატის
სანდრა რულოვსის კრიტიკას მერიისა და საკრებულოს მუშაობის არაეფექტურობის
შესახებ. წოწერია განმარტავს, რომ 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ზუგდიდს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების რეკორდული რაოდენობა აქვს.
“მერია და საკრებულო აქტიურად მუშაობს. პირველი კვარტლის მონაცემებით, 60 მილიონ ლარამდეა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე გამოყოფილი, რომ არაფერი ვთქვათ, სხვა პროგრამებზე. ჩვენ თვითკმაყოფილებას არ ვეძლევით, დავხვეწთ ჩვენს სამუშაოებს. ეს არის რეკორდული დაფინანსება ინფრასტრუქტურული პროექტების, რომელიც დააჩნდება ზუგდიდს“, - თქვა წოწერიამ.
რაც შეეხება საკრებულო სხდომაზე სანდრა რულოვსის
დასწრებას, წოწერია ამბობს, რომ სხდომა საჯაროა და მასზე დასწრება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია.
მასალის გამოყენების პირობები