„ქართული ოცნება": ენმ-ის მიმართ ხალხის მწვავე კითხვებზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ (ვიდეო)
17:02 / 11.04.2019
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში კატეგორიულად უარყოფენ გაერთიანებული ოპოზიციის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციისა
და გეგა შენგელიას საარჩევნო შტაბის წევრმა სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა სცადა. ჟურნალისტებს საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ უთხრა, რომ გიორგი გოგინავას მათთან არავითარი კავშირი არ აქვს.
„ეს ბრალდება არის მტკნარი სიცრუე და მათი ხელწერა. სამწუხაროდ, მოსახლეობას აქვს მწარე მეხსიერება მათი მმართველობის პერიოდში განხორციელებული დანაშაულის შესახებ და ბუნებრივია, ექნება მწვავე შეკითხვები. ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ, რომ ვინმემ რამე კითხვა დასვას, მაგრამ ვიძლევით გარანტიას, რომ ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში და ყველა პოლიტიკურ ძალას მოვუწოდებთ, კამპანია ჩაატარონ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ჩარჩოებში, რადგან ჩვენი მიზანია, არჩევნები ჩატარდეს პრინციპულად მშვიდ და კონკურენტულ გარემოში. რაც შეეხება გოგინავას, მე მას პირადად არ ვიცნობ, თუმცა, როგორც ვიცი, მას „ქართულ ოცნებასა“ და შენგელიას საარჩევნო შტაბთან კავშირი არ აქვს. ამ ინციდენტთან ჩვენ არავითარი შემხევბლობა არ გვაქვს“, - აღნიშნა წოწერიამ.
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, მოსახლეობასთან მათ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე "ქართული ოცნების" აქტივისტი გიორგი გოგინავა პროვოკაციის მოწყობას და შეხვედრის ჩაშლას ცდილობდა. ოპოზიციურმა ძალამ დღეს სანდრა რულოვსის საარჩევნო შტაბში ბრიფინგი გამართა. მათი მტკიცებით, გოგინავა აქამდეც მონაწილეობდა დარბევებში. ამ ეტაპზე კი ის გიორგი შენგელიას წინასაარჩევნო შეხვედრებში მონაწილეობს.
ინციდენტისა და გოგინავას „ქართულ ოცნებასთან“ კავშირის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა ოპოზიციამ ჟურნალისტებს მიაწოდა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები