ზუგდიდის მერის არჩევნებში ამ დროის მონაცემებით 16 კანდიდატი იყრის კენჭს, მათ შორის, სამი დამოუკიდებელი კანდიდატია.
ზუგდიდის მერობა სურთ: პაატა პირტახიას (თავისუფლება,ზვიად გამსახურდიას გზა ), დავით გაბეჩავას (ახალი ქრისტიან დემოკრატები ), მალხაზ ლეჟავას (საქართველო ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა ), გოგიტა ბიგვავას (ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა ), შავლეგ თოდუას (დავით თარხან-მოურავი,ირმა ინაშვილი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი ), სანდრა რულოვსს (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), გიორგი ჩიაშვილს (ეროვნულ დემოკრატიული პარტია ), ალექსი ნონიაძეს (პოლიტიკური პლატფორმა-"ახალი საქართველო" ), თენგიზ ჯგუშიას (საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ), დავით თორდიას (საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ), დომენტი სიჭინავას (საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ), მამუკა გერმანიშვილს (მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის), ნანი ხუციძეს (ქრისტიან-კონსერვატორები), ლიკა ბუკიას (მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის), სოფიო კანდელაკს (თავისუფალი საქართველო), გიორგი შენგელიას (ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო ).
პარტიულ საარჩევნო საარჩევნო სუბიექტებს რეგისტრაციის ვადა დღეს დღის ბოლომდე აქვთ.
ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნები 19 მაისს გაიმართება.
ამავე თემაზე:
სანდრა რულოვსი მერობის კანდიდატად დარეგისტრირდა (ვიდეო)
მასალის გამოყენების პირობები