შვილი გირჩევნიათ თუ რძალი?-მაჟორიტარი დევნილებს შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს (ვიდეო)
13:14 / 12.05.2019
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა კულტურის სახლში შეკრებილ დევნილებს მიმართა და გიორგი შენგელიას მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
სიტყვით გამოსვლისას მან შეკრებილებს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამეგრელოსა და აფხაზეთს გეზი წინსვლისკენ აქვს აღებული.
"2016 წელს, როცა სანდრა რულოვსი იყო კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან. მან თქვა: მე რძალი ვარო თქვენი (მა ნოსა ვორექ თქვან). გეგა არის ჩვენი შვილი. ნამ გისხუნნა-ნოსა თუ სკუა უდეს? (რომელი გირჩევნიათ, რძალი თუ შვილი სახლში? ) ჩვენს შვილს დავუჭიროთ მხარი, გეგა შენგელიას", - მიმართა მან დევნილებს.
მსგავსი სიტყვებთ დეპუტატმა ამომრჩევლებს 2016 წელსაც მიმართა.
"ვიქნები დეპუტატი, რომელიც თითოეული თქვენგანის ოჯახის წევრი გახდება. ზედმეტს არ დაგპირდებით, გატყუებენ ისინი, ვინც გპირდებიან. მე თქვენი წყალობით გავხდი გამგებელი და ვიმსახურე კეთილსინდისიერად, ასე ვაპირებ გავაგრძელო. ერთს გეტყვით: ის თუ რძალია, მე თქვენი შვილი ვარ", - უთხრა თოლორაიამ ადგილობრივებს.
კომბინატის კულტურის სახლ "ოდიშში" დღეს დევნილებს ჯანდაცვისა და ოკუპირებული ტერიოტორიებიდან დევნილთა მინისტრი დავით სერგეენკო, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი რუსლან აბაშიძე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია და მაჟოირტარი დეპუტატები შეხვდნენ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები