დაპირისპირება ჯიხაშკარში - „ოცნების“ ბრალდებები და ოპოზიციის პასუხი (ვიდეო)
15:32 / 13.05.2019
“ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი გაერთიანებულ ოპოზიციას საარჩევნოდ პროვიკაციების მოწყობაში ადანაშაულელბს. შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა მედიასაშუალება Itv-ის კადრები აჩვენა, სადაც ჯიხაშკარში,
ზარანდიების საცხოვრებელ სახლთან მომხდარი დაპირისპირებაა ასახული. ჩიქოვანის მტკიცებით, ოპოზიციური გაერთიანების წევრები და მხარდამჭერები, ზარანდეიბს ოჯახის უარის მიუხედავად, მათ სახლში მაინც შეუვარდნენ.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, ბევრი ასეთი შემთხვევა იყო.მინდა მივმართო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ქალაქ ზუგდიდში, დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავთ მათ ჩამოყვანილი, რომელსაც საერთოდ წარმოდგენა არ აქვს ზუგდიდზე და არც ზუგდიდელებზე, თუ რა ღირებულებებით ვცხოვრობთ ჩვენ ამ ქალაქში.ნურავინ ნუ გამოიყენებს ამ ქალაქს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ შექმნას დაძაბულობის კერები. იმის გათვალისწინები, რომ ნაციონალური მოძრაობა ცხადად აგებს ამ არჩევნებს პირველივე ტურში. მათი მცდელობაა, რომ არიონ სიტუაცია პროვოკაციების გზით საზოგადოების გააღიზიანონ, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მშვიდად ჩაიაროს ამ ერთმა კვირამ“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.
Mute
Current Time 0:00
/
Duration Time 0:00
Loaded: 0%
Progress: 0%
Stream TypeLIVE
Remaining Time -0:00
Playback Rate
1
Chapters
Chapters
descriptions off, selected
Descriptions
subtitles off, selected
Subtitles
captions settings, opens captions settings dialog
captions off, selected
Captions
Audio Track
This is a modal window.
Captions Settings Dialog
Beginning of dialog window. Escape will cancel and close the window.
მან მოსახლეობას მოუწოდა, მსგავსი ფაქტების შემთხვევეაში, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, სამართალდამცავ ორგანოებს მიმართონ.
თავის მხრივ, ბრალდებას უარყოფენ გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში. აკაკი მინაშვილმა, რომელიც კადრებში ფიგურირებს, განმარტა, რომ ვიდეო მასალა სრულად არ არის მოწოდებული. მისივე თქმით, ზარანდიებმა თავად მიაყენეს მათ მომხრეებსა და წევრებს შეურაცხყოფა.
„ძალიან სამწუხარო არის, რომ „ქართულო ოცნება“ აგრძელებს სიყალბეს და ეს კადრებიც, არის დამონტაჟებული. ყველაფერი, პირველ რიგში, დაიწყო იქიდან, რომ ეს ადამიანები ჯიხაშკარის მაცხოვრებელებს აშინებენ და ხელს უშლიან საარჩევნო შეხვედრის ჩატარებაში. ჩვენ ვაწარმოებდით კარდაკარ შეხვედრებს, როდესაც ეს ადამიანები - ძმები ზარანდიები გამოვარდნენ აგრესიულად, შეურაცხყოფას აყენებდნენ იქ მყოფ ადამიანებს, გადმოვიდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე და მათ შორის, თავს ესხოდნენ ქალბატონებსაც“, - თქვა მინაშვილმა.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე დასძინა, რომ აღნიშნული პირები „ქართული ოცნების“ კამპანიაში არიან ჩართულები. მინაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მათი წარმომადგენლები, მათ შორის, რუსლან შამახია ეზოში სიტუაციის განსამუხტად და ზარანდიების დასაწყნარებლად შევიდა.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები