შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნარკოდანაშაულისა და ქურდობისთვის ნასამართლევი, 1983 წელს დაბადებული მელენტი დ. ნარკოდანაშაულისთვის მარტვილის რაიონის სოფელ ონოღიაში დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს საკუთარი საცხოვრებელი სახლის მახლობლად, უკანონოდ მითვისებულ მიწის ნაკვეთში კულტივირებული ჰქონდა 116 ძირი კანაფი. ექსპერტიზის დასკვნით ამოღებულია 85 კილო და 250 გრ ნედლი „მარიხუანა“.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
მასალის გამოყენების პირობები